1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილმა თავის „რუსულ ფურცელში“ აღნიშნა იმ ბრალდებების შინაარსი, რომლებიც ალშიბაიას გერმანელებისგან ჰქონდა წაყენებული.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სწერს, რომ შედგა ახალი ანტიბოლშევიკური ქართული კავშირი 1952 | 15 მაისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: მიუნხენი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი