საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 935

ფაქტი 935

1918 წლის 12 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსის, გენერალ-მაიორ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის ბრძანებით: ა) საქართველოს ყველა ტიპის ჯარში უნდა აღდგეს სამხედრო მისალმება, როგორც სამსახურის დროს, ისე სამსახურის გარეთ. ხარისხითა და წოდებით უფროსი მოვალეა პირველი მიესალმოს. ბ) იგივე წესი ვრცელდება უცხო სახელმწიფოთა სამხედრო პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიწა-წყალზე იქნებიან და სამხედრო ფორმას ატარებენ. გ) სამხედრო მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელი ქუდამდე უნდა მიიტანონ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 935; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .