საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 939

ფაქტი 939

1919 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის საკათედრო ტაძარმა ზეიმით გადაიხადა ტაძრის დღესასწაული. წირვისა და პარაკლისის შემდეგ კინოთეატრ „კომეტაში“ დეკანოზმა იოანე ბობოხიძემ წაიკითხა ლექცია სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ. შეხვედრას ბევრი ხალხი დაესწრო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 939; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .