შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 1952 წლის 11 ივნისს შედგა საზოგადო კრება და თავმჯდომარედ გ. მაღალაშვილი აირჩიეს. შეატყობინა, რომ მასთან გამგეობაში იყვნენ: ვეფხვაძე, ავალიანი, მოსიძე, ფარზინი და ი. ანდრონიკაშვილი. სანდრომ და კუჭუხიძემ კი მომავალ გამგეობაში ყოფნაზე უარი თქვეს.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სწერს ანტიბოლშევიკური პოლიტიკური კავშირის დაარსების შესახებ 1952 | 15 აპრილი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: გერმანია
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი