1919 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ქალაქის თვითმმართველობის სრული ნაციონალიზაცია გადაწყდა. მათთვის, ვინც სამსახურში დარჩებოდა, ქართული ენის კურსები გაიხსნებოდა. პროგრამის შედგენა გამგეობის წევრ გ. კონიაშვილს დაევალა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 23 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა