გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პოეტი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ, მართალია, რუსეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ბევრნი ნამდვილ ველურებად მიიჩნევენ, რომელთა ხვედრიც გადაჯიშება ან გადაშენებაა, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან: კავკასიელები უძველეს ხალხთა შთამომავლები არიან და თუ მათ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემათ, მსოფლიო კულტურა ამით მხოლოდ მოიგებს. რაც შეეხება ამ მრავალრიცხოვან ხალხთა სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელს თანამედროვე ევროპეიზებულ ეპოქაში, ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც სათანადო პირებმა უნდა გადაჭრან.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა