საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9584

ფაქტი 9584

1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა კოოპერატიული საზოგადოება „კახეთის“ განცხადება, რომ საზოგადოება არსებობდა 1895 წლიდან და მასში 246 მევენახე იყო გაერთიანებული, მისი წევრობა შეეძლო ყველა კახელ მეღვინეს და იმათაც, ვინც ყოველ წელს ჩააბარებდა ნამდვილ კახურ ღვინოს. მთავარი კანტორა მდებარეობდა თბილისში, დამფუძნებელი კრების ქ. N5, ხოლო კახეთში ჰქონდა ბიუროები, თელავში − ალექსანდრე მაყაშვილთან, კარდანახში − ნიკოლოზ დარაშვილთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9584; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .