1918 წლის 17 დეკემბერს დაიწყო სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მესამე თავისუფალი კონფერენცია. სულ გაიმართა ცხრა სხდომა, რომლებზეც განიხილეს მომენტის, ტექნიკის და მიწის საკითხები. კონფერენციაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილისა და იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება. მთავარი კომიტეტის სახელით მომენტსა და ტექნიკაზე მოხსენება გააკეთა სამსონ ფირცხელავამ და ქრისტეფორე რაჭველიშვილმა.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 2 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა