აკაკი ევგენის ძე ადამია

1924 წლის აჯანყების მონაწილე, ვაჭარი, ოჯახის კანცელარიის მოხელე

აკაკი ევგენის ძე ადამიას ბრალი ედებოდა ნაციონალ-დემოკრატების პარტიის წევრობაში. ფოსტა-ტელეგრაფით სოხუმის ПРЕДАВЧЕКА -ს აკაევსკიმ სრულიად საიდუმლოდ გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სოხუმში არიან აქტიური ნაციონალ-დემოკრატები, ყოფილი КАПТЕНРУС, თბილისის თავისუფალი სკოლის კურსანტები, ადამია აკაკი 23 წლის. მაღალი ან საშუალოზე ოდნავ მაღალი, ნორმალური აღნაგობის,წვერგაპარსული,აქვს ინგლისურ ყაიდაზე დაყენებული ულვაში, მრგვალი სახე, ჩაჩვრეტილი ლოყები, შავგვრემანია, სასწრაფოდ დააკავეთ და გამოაგზავნეთ ЧКГ განკარგულებაში. შესაძლოა, მასთან ერთად იყოს გაბუნია გიორგი დავითის ძე, 25 წლის, დაბალი, წვრილი პატარა ნიკაპითა და სახით. ცხვირი მსხვილი, შავი თვალები, შავგვრემანი, შავი, ინგლისურად გაკეთებული ულვაში, წვერგაპარსული. ბრძანება გაიცა 1924 წლის 26 მაისს, თბილისში N49091 c.

წყარო: გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის საქმე | N 25 222
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი