ისიდორე მ. მალანია

გზათა მინისტრის მოადგილე

გზათა მინისტრის მოადგილემ, მალანიამ, 1919 წლის 20 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის ერთი თვით შვებულებაში გასვლის გამო, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების თანახმად, 27 იანვრიდან შეუდგა მინისტრის მოვალეობის შესრულებას. დედანთან სისწორეს ვასილევი ადასტურებდა.

წყარო: ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის საქმე. ბრძანება რკინიგზაზე მცირე სიჩქარის ტვირთების გადაზიდვის წესების შესახებ. დროებითი მთავრობისა და სრულიად რუსეთის რკინიგზის დამფუძნებელი ყრილობის დადგენილებები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 4
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი