მუჯირიშვილი

მენშევიკების არალეგალური სტამბის თანამშრომელი

1924 წლის 18 თებერვალს, საგანგებო კომისიამ სამოვოლნი ქუჩის ბოლოს (NB ქუჩებს ჯერ კიდევ ძველი სახელები ჰქვია) მიკაელიანის სახლში აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა. სტამბაში იპოვნეს მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას („ეს ორნი ამ დროისათვის ჩეკაშია დაჭერილი“) ხელნაწერები, სამი ფუთი შრიფტი. სტამბიდან აიყვანეს სამნი: მუჯირიშვილი, დიღმელაშვილი გიორგი სოლომონის ძე 25 წლის, კვიციანი დავით ალექსანდრეს ძე 30 წლის.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 20 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა