აკაკი ნესტორის ძე ფაღავა

პედაგოგი, ბათუმის გიმნაზიის დირექტორი, თეატრის რეჟისორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 3 ივლისს ვლადიმერ ორჯონიკიძემ, აკაკი ფაღავამ და იოსებ გოგოლაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ერთი წლით სტიპენდიის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომაზე ასევე წარადგინეს ცნობა, რომ გამგეობის 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილებით ამ პირთ სტიპენდია პირველ ივლისამდე გაუგრძელდებოდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი