ანდრია ყოჩიშვილი

მებაღე

1923 წელს, პავლე გაჩეჩილაძისა და დიმიტრი კოჭლაძის დაპატიმრების შემდეგ მენშევიკების არალეგალური სტამბა მიკაელიანცის სახლში გადაიტანეს, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაშლილ მდგომარეობაში ინახავდნენ. სექტემბერში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის, ვასილ კაპანაძის წინადადებით და ბეჟან დოლიძის დახმარებით ტიპოგრაფია დიდუბეში, მებაღე ანდრია ყოჩიშვილის ბინაში მოაწყვეს. ბოლოს კი ისევ მიკაელიანცის სახლში მიიტანეს. 24 დეკემბერს სტამბა ჩეკისტებმა აღმოაჩინეს. მიკაელიანცის გარდა დანაშაული ყველამ აღიარა.

წყარო: არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცის საქმე | N 23 491
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი