გრიგოლ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე

გიმნაზიის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე იაგორის ასულ ბაისოგოლოვას ხატვის სწავლების უფლება მხოლოდ დაწყებით კლასებში ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ოლქის ყოფილი მზრუნველის 1912 წლის 15 დეკემბრის N2830 ბრძანების თანახმად, იგი ხატვის მასწავლებლად ქალთა მე-6 გიმნაზიაში დანიშნეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ბარბარე იაგორის ასულ ბაისოგოლოვას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი