ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილი

პედაგოგი

1919 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი კ. გაბარაშვილი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს უმორჩილესად სთხოვს დაამტკიცოს თანამდებობაზე მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ე. დ. აბდუშელიშვილის ასული, მისი 21 მაისის N183 შუამდგომლობის თანახმად. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მღ. კ. გიორგიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი