გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე

განათლების სამინისტროს თანამშრომელი, მდივანი

1920 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილი ავადმყოფობის გამო ერთი თვით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი