დავით დავითის ძე ღამბაშიძე

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში

ლაიფციგში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა დავით ღამბაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ლაიფციგში იყო აღმოსავლეთის მწიგნობრობის მაღაზია, რომელსაც კავშირი ჰქონდა იმ ევროპელ პროფესორებთან, აღმოსავლეთის ლიტერატურას რომ იკვლევდნენ. ღამბაშიძის ცნობით, იმ პერიოდში ბევრმა მეცნიერიმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა, ამიტომ მაღაზიამ ქართული განყოფილება გახსნა. ღამბაშიძემ საზოგადოების გამგეობას მაღაზიის კატალოგი გაუგზავნა და მისწერა, რომ მან მაღაზიის თანამშრომლებს საზოგადოებასთან დაკავშირება ურჩია, თვითონ კი მზად იყო შუამდგომლობისთვის.

წყარო: სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველას და სხვა მწერლების განცხადებები
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი