კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილი

სახელოვნებო კომისიის წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე

1919 წლის ივლისში შედგა მუსიკალური საზოგადოების ახალი გამგეობის და მუსიკალური კოლეგიის სხდომა. კ. ანდრონიკაშვილი აირჩიეს თავმჯდომარედ, ს. ჟორჟოლიანი თავმჯდომარის ამხანაგად, კ. მოსული მდივნად. როგორც გაირკვა, „კაპელის“ მუსიკალური ნაწილი მუსიკალური საზოგადოების ხელში იქნებოდა, ხოლო ფინანსური კი კოოპერატივთა კავშირის.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 25 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა