რ. რ. ჩეკერტი

პედაგოგი

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს რ. ჩეკერტი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა გერმანულ ენას.

წყარო: მიმოწერა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ. გიმნაზიის მასწავლებელთა და კურსდამთავრებულ მოწაფეთა სია | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი