დ. ბახტაძე

სახლის მფლობელი, სადაც მოთავსებული იყო ქართველთა სამხედრო კავშირი (ქუთაისის განყოფილება) ბიუროს

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 გამოქვეყნდა ქართველთა სამხედრო კავშირის (ქუთაისის განყოფილება) განცხადება, რომელიც იუწყება, რომ ეს კავშირი მოთავსებულია ვორონცოვის ქუჩაზე, დ. ბახტაძის სახლში, ის არის უპარტიო დაწესებულება და ჩაწერა შეუძლია ყველას, ქართველ მხედრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სამხედრო ექიმებს და სამხედრო მოხელეებს (არასამხედრო პირებს ჩაწერა შეუძლიათ დამხმარე წევრად). კავშირს აქვს სამკითხველო და იქვე მიიღება შემოწირულობა და წევრად ჩაწერა, ღიაა დილის 8 სთ-დან 2 სთ-მდე, საღამოს 5 სთ-დან 8 სთ-მდე.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 28 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა