გიორგი ძნელაძე

ყაჩაღი

1919 წლის 9 ნოემბერს დაბა ჩოხატაურში მომხდარ ამბოხებას ცნობილი ყაჩაღები – პაიჭაძე და ინგლისელი ექიმის მკვლელი გიორგი ძნელაძე – ხელმძღვანელობდნენ. მოსახლეობამ შეთქმულთა წინააღმდეგ ზომები მიიღო, მდგომარეობა გამოსწორდა და ამბოხების ყველა მონაწილე სასამართლოს გადაეცა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 12 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა