ძამანაშვილი

სოციალ-დემოკრატი

1918 წლის გაზეთ ”ერთობის” ცნობის მიხედვით გაიმართა რკინის გზის მოსამსახურეთა ყრილობა. კრებას ხსნის მეგრელიშვილი, რომელიც მოითხოვს პრეზიდიუმის არჩევას. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მაჭარაძე ასახელებს პრეზიდიუმში თავმჯდომარეთ ძამანაშვილს, მის ამხანაგებათ მეგრელიშვილს და პატარიძეს. მდივნათ ბოკერიას, ამხანაგათ - ჭყონიას. ყველა ზემოთხსენებული პირნი ერთხმად არჩეულ იქნენ კრების მიერ. გზათა მინისტრი ლორთქიფანიძე ესალმება ყრილობას მთავრობის სახელით, ამცნობს კრებას, რომ მთავარი საკითხთაგანი ყველასათვის ეს სურსათის მოწესრიგების საქმეა. გამოსთქვამს იმედს, რომ ამ ცოტა ხანში ყუბანის ოლქიდან შემოიტანენ პურს და სურსათის კრიზისი თავიდან აგვცდება.

წყარო: ერთობა, 1918 | 18 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა