ისიდორე იოსების ძე თათეიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ისიდორე იოსების ძე თათეიშვილი, ბესარიონ თეიმურაზის ძე თოფურია, დავით ზურაბის ძე თოფურია, ალექსი თოფურია, გედეონ პავლეს ძე თევზაძე, ქრისტეფორე ალექსის ძე კალანდარიშვილი, ერმილე იოსების ძე კალანდარიშვილი და კონსტანტინე კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილებასთან | 1916-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი