ვასილ ახობაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ვ. შ. ახვლედიანი, ვ. ბ. ხუჭუა, კ. ტ. ლორთქიფანიძე, პ. ი. ქარუმიძე, რაჟდენ ნაცვლიშვილი და ვასილ ახობაძე. გამგეობასთან არსებობდა სასკოლო, სამშენებლო, სამეურნეო და სათეატრო კომისიები. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა 44 სხდომა, განიხილეს 117 საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი