იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე

მხატვარი, მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის პედაგოგი

1908 წლის 9 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობისა და მხატვართა კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ ერთსულოვნად მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი, ზოგადად შესანიშნავად ცნო არქიტექტურული მხარეც, მხოლოდ რამდენიმე წვრილმანი ცვლილება მიიჩნია სასურველად, მათ შორის – ჩუქურთმებისთვის ქართული იერის მიცემა.

წყარო: ქ. შ. წ. კ. გ. ს. – დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი