იოსებ დიმიტრის ძე გაბუნია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების სოხუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1916 წლის 23 ოქტომბერს ჩაატარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის არჩევნები. გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: კოწია გიგინეიშვილი, იოსებ გაბუნია და იუსტინე ჩიქოვანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი