იულია დავითის ასული ჩხეიძისა

ბათუმის სკოლის არითმეტიკის პედაგოგი

1886 წლის 5 აგვისტოს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ იულია დავითის ასული ჩხეიძე თვის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა და რუსულ ენაზე მოწმობა სჭირდებოდა, რომ ერთი წელი ბათუმის სკოლაში ასწავლიდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ბათუმის სკოლის მასწავლებლებს შორის | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი