დავით მიხეილის ძე ცისკარაშვილი (ცისკარიშვილი)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად – დავით მიხეილის ძე ცისკარაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი