ილიკო ანდღულაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ილიკო ანდღულაძე, არჩილ ასათიანი, ვანო გიგოს ძე ადამია, იონა ტარიელის ძე ანჯაფარიძე, რაჟდენ აბშილავა, იაკობ დიმიტრის ძე ადანაია, თევდორე ივანეს ძე ალშიბაია, კონსტანტინე ანაკიძე, რომანოზ ადეიშვილი, დომენტი ადეიშვილი, ვასო ალანია, ნოე ალხაზაშვილი, სიმონ აბრამია, ცირუ სიკოს ასული ანთელავა, ნესტორ ახვლედიანი, მინა მიხეილის ძე ბაკურაძე და იაკინთე ბეკოს ძე ბახტაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი