გრიგოლ პლატონის ძე ნიკურაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: კალისტრატე სპირიდონის ძე მიმინოშვილი, პელაგია მარღანია, ეკატერინე ივანეს ასული მიქაძე, ალექსანდრე მამულაიშვილი, დავით მაღლაკელიძე, მაშო მოსიძე, ნიკიფორე პლატონის ძე ნიკურაძე, გიორგი კოხტას ძე ნადარეიშვილი, არსენ ნადარეიშვილი, ალექსანდრე ბესარიონის ძე ნადარეიშვილი, დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, გრიგოლ ბახვას ძე ნადარეიშვილი, გრიგოლ პლატონის ძე ნიკურაძე და თედო ნიკოს ძე ნადარეიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი