ქემოკლიძე

ამბროლაურის ადგილობრივი მრეწველობის განყოფილების აპარატის მუშაკი

საკ. კ.პ. (ბ) ც.კ.-ის ივნისის პლენუმის გადაწყვეტილებათა დამუშავებას ამბროლაურის რაიონში კლასობრივი სიფხიზლე ახასიათებდა. თითოეულმა პარტიულმა ორგანიზაციამ სასტიკად დაგმო ენუქიძის მოღალატეობრივი მოქმედება. პარტორგანიზაციამ ამხილა ადგილობრივი საბჭოთა და სამეურნეო ორგანიზაციების კლასობრივი მტრის (ენუქიძის) აგენტებით დანაგვიანების ფაქტები. ენუქიძე მფარველობას უწევდა ამბროლაურის ზოგიერთ მკვიდრს. მისი განკარგულებით დღესაც იღებს პენსიას ყოფილი თავადი და ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი, ხოლო ყოფ. თავად ჭიჭინაძეებს სახლები ქუთაისში დღესაც შენარჩუნებული აქვთ. სოც. საკუთრების მტაცებელ გოცირიძეს მხოლოდ ენუქიძემ ააცდინა დახვრეტა. იგი ასევე მფარველობდა ტროცკისტ გრ. ენუქიძეს, რომლის დაუდევრობის შედეგადაც სატყეო მეურნეობამ 300.000 მანეთი იზარალა. პარტორგანიზაციამ ასევე ამხილა ქემოკლიძე, ლაიხშვილი, ავალიანი და გრახიდურელი. პარტორგანიზაციაში აღმოჩნდა ადამიანი - არისტო წულაძე, რომელმაც ენუქიძის მფარველობა იკისრა. იგი გარიცხულია პარტიიდან.

წყარო: კომუნისტი 1935 | 10 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა