ოლღა თოფურიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ვასილ საბას ძე გაბესქირია, სეით იოსების ძე გოგოშიძე, იოსებ ნიკოლოზის ძე გვათუა, ალექსანდრე სიმონის ძე გამსახურდია, რომანოზ პეტრეს ძე დანელია, თეოფილე გიგოს ძე დოლიძე, აკაკი ხარბედია, ივლიტა თოფურიძე, ოლღა თოფურიძე, ევგენია თოფურიძე და ვლადიმერ ანდრიას ძე თუთბერიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი