ალექსანდრა მოსეს ასული ანთაძისა

მოქალაქე

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე დაოჯახებულია. მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული დაიბადა ხიკლისს 1872 წელს. შვილები-ისააკი დაიბადა 1900 წლის 2 სექტემბერს, ლუარსაბი 1904 წლის 2 იანვარს, შალვა 1907 წლის 7 სექტემბერს. უფროსი სწავლობს ქუთაისის გიმნაზიაში, დანარჩენი ზესტაფონის გიმნაზიაში მამის ხარჯზე. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი