ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე

რევოლუციონერი, რკინიგზის მუშა

1923 წელს ილარიონ გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით ირკვევა, რომ იგი 16 სექტემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე დააპატიმრეს, 17 სექტემბერს ჩეკას თანამშრომელმა სტეპანოვმა დაკითხა, მაგრამ მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.

წყარო: ილარიონ გიორგაძის პირადი ანკეტა (N3049) საქართველოს ჩეკაში
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი