ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების ხაშურის განყოფილების თავმჯდომარე, თბილისის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი

1912 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი