ანა სიმონის ასული გალდავაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: თეოფილე პავლეს ძე ბირბიჩაძე, ბიქტორ ივანეს ძე ბოლქვაძე, მათე ბერძენიშვილი, დიმიტრი ბოლქვაძე, ანდრია მაქსიმეს ძე ბარკალაია, იაკობ სიმონის ძე ბასილაია, ილია ბენდელიანი, ლავრენტი ბოკუჩავა, ხარიტონ ბაღათურია, სიმონ ნიკოს ძე ბარკალაია, ანა სიმონის ასული გალდავაძე, ანტონ თევდორეს ძე გალდავაძე, ალექსანდრა გვაზავა, მიხეილ იაკობის ძე გვაზავა, გრიგოლ იაკობის ძე გვაზავა, ტარიელ ნიკოლოზის ძე გვაზავა და ანასტასია დიმიტრის ასული გვაზავასი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი