ნიკოლოზ დოგუნო

მუშა, საქ. კომპ. თბ. ორგან. წევრი

1919 წლის 14 იანვარს ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი გ. ჟურული ფოთის პორტის უფროსს – მთავრობასთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე გზათა სამინისტროს გამგებლობაში ფოთის პორტის გემების გადაცემასთან დაკავშირებით – წერილში სთავაზობს, გზათა სამინისტროს დაუყოვნებლივ გადასცენ ყველა გემი და ბარჟა მეთაურებთან ერთად, პორტის უწყების განკარგულებაში დატოვონ მხოლოდ ბარკასი „Муша“, 70-ტონიანი ამწე, გემი სასწავლებლისთვის და პორტის აუცილებლობისთვის საჭირო რაოდენობით ნავები. გადაცემა გაფორმდეს შესაბამისი აქტით და სხვ. ხელმომწერები: კანცელარიის ვაჭრობისა და მრეწველობის ნაწილის დირექტორი დ. აბხაზი; ვაჭრობის განყოფილების გამგე გ. ჯანელიძე.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881| ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი