არსენ სიმონის ძე წითლიძე

მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება, რომ დროებით სენაკის სკოლაში ინსპექტორის თანამდებობის შესრულება მინდობოდა მასწავლებელ არსენ სიმონის ძე წითლიძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი