ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მისი ამხანაგი – კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი – ივანე იულონის ძე ოსიძე, ხაზინადარი – ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი