თევდორე (თედო) ზურაბის ძე ღლონტი

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ეკონომისტი და სამეურნეო მუშაკი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფინანსთა და კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი

1918 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტში გაიმართა კრება, სადაც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, ფულადი დახმარება გაეღოთ მოქალაქეებისათვის და გარკვეული სესხი გადაეცათ თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 1 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი