გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი

პედაგოგი, ფილოლოგი, ჰუმანიტარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ნაციონალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად აირჩიეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი, ივანე გიორგის ძე ციციშვილი, იულია აბელის ასული იაშვილი, დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი და გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების საერთო კრების ოქმები და ანგარიშები | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი