ლევ ტროცკი

საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი

მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა დაიბადა 1883 წელს ქ. ქუთაისში, პარტიული მუშაობა დაიწყო 1903 წლიდან, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის მუშათა დეპუტატად. 1919 წელს იყო კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1923 წელს იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის რექტორი (ЗКУ) . სხვადასხვა წლებში ეკავა მაღალი თანამდებობები, ხასიათდებოდა, როგორც რკინის ნერვების მქონე და მტკიცე ხასიათის ადამიანად, რომლის გამოსვლებშიც არ შეინიშნებოდა პარტიული გადახრა. 1926 წელს ოკუჯავა გამოვიდა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის (Заккраиком ) პლენუმზე სადაც მხარი დაუჭირა ტროცკისა და ზინოვიევს, მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ ის ამით ხელს აძლევდა იმპერიალისტებს.1926 წლის 6 ნოემბერს საგამოძიებო კომისიამ ოკუჯავას გამოუტანა ფრაქციული და ოპოზიციური საქმიანობის შესახებ განაჩენი და მისცა ბოლო გაბრთხილება. 1930 წელს ოკუჯავა იმყოფებოდა გადასახლებაში, კატორღიდან დაბრუნების შემდეგ დანიშნეს სახელმწიფო კონტროლისა და სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში. რევკომის 1936 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ოკუჯავა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო გაგდებულ იქნა პარტიიდან

წყარო: ბუდუ მდივანის საქმე | N 29986
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი