ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის საქმისმწარმოებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ხონის განყოფილება

1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N419-ით მიწერილის პასუხად აცნობებს, რომ ვლადიმერ აბაშიძეს ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად შეაქვს 49 მ. ანგარიშით: 1907 წლის 15 ივლისიდან 1917წლის 15 ნოემბრამდე მსახურობდა ხონის ვაჟთა გიმნაზიაში შტატის საქმის მწარმოებლად და იქ იხდიდა სათანადო გადასახადს საპენსიო თანხაში. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი