ალ. ჟორჟოლიანი

თეატრის მსახიობი, სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრი

1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტ. ართმელაძე და ალ. ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყ-ის გამგე გ. გოგიტიძე და მხატვარი კ. ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთ. კომიტეტის თავმჯდ. ჟორჟოლიანი; შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი; სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.

წყარო: ერთობა, 1920 | 18 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა