მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მართა მიხეილის ასული კრუპენიკოვისა, ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი, გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძე, დავით პეტრეს ძე ლუკაშვილი და ვასილ ბესარიონის ძე კახიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი