რევაზ (ელიზბარ) კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: თამარ ვასილის ასული ჯაფარიძე, ქეთევან კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე, რევაზ კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, ბესარიონ პავლეს ძე ჩიქოვანი, დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე, ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე, ისააკ ივანეს ძე საბაშვილი, ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი, ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი და ვასილ მარკოზის ძე ნოდია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი