ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძე

თბილისის არქივის გამგე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პოლიტიკურ-სალიტერატურო გაზეთ „ამირანის“ რედაქტორ-გამომცემელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო ქავთარაძემ და ზაქარია ჩხიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათი გამოცემების სტამბულის ქართულ ბიბლიოთეკაში გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ უარი უთხრა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა