ფოთსა და სენაკში სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს. საზოგადოებამ ,,მაფალუუს'' დაარსება მიიღო თავზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმიო. სწორედ ამ გულისტკივილმა აღაშფოთა და აიძულა შალვა ჩოჩია თავისი სახელით გაზეთში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით ,,სამეგრელოს ავტონომისტები!''. ის რომელიმე პიროვნებისადმი პირადი ინტერესებით არ სარგებლობდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სტეფანე დავითის ძე გაგუას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი