1918 წლის 9 მარტს ტრაპიზონის კონფერენციამ დროებით შესვენება გამოაცხადა. დელეგაციის ნაწილი თბილისში დაბრუნდა რათა ამიერკავკასიის სეიმისათვის ანგარიში ჩაებარებინა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი