1918 წლის 6 აპრილს, ტრაპიზონში, ოტომანთა საიმპერატორო ხელისუფლებამ გადასცა ულტიმატუმი ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს, სადაც 21 მარტის დეკლარაციის შესრულება მოითხოვა, რომელიც ეხებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობების მიღებას. პასუხს 48 საათის განმავლობაში ელოდა. დოკუმენტს ხელს აწერდა ოტომანთა საიმპერატორო დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი